ბოშები ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობაა ევროპაში და მათ საერთო ინდური წარმოშობა აქვთ. ეთნოლოგები მათ ჯგუფთაშორის ეთნიკურ წარმონაქმნს უწოდებენ. ეს განსაზღვრება აღნიშნავს ბოშათა ჯგუფების მოზაიკურ განსახლებას სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას შორის და ამასთან დაკავშირებულ მათ თანამედროვე იდენტობას. მათი გავრცელებული თვითწოდებებია – რომ, რომა, თუმცა გამოიეყენება სხვა ეთნონიმებიც ციგნები, სინტი, მანუშ (ადამიანები), კალე. პოლიტიკურ დონეზე მათი საერთო სახელის სახით გამოიყენება რომა (Roms, Romanies).
სახელწოდება „ციგნების“, როგორც ეგზონიმის წარმოშობა თარიღდება მე–11 საუკუნით და იმ დროიდან ეს სახელი ფართოდაა გავრცელებული ევროპაში ამ ხალხის სახელწოდების სახით.
ინგლისელები ტრადიციულად მათ Gypsies ეძახიან (Egyptians — ეგვიპტელები),
ესპანელები Gitanos (Egiptanos – ასევე ეგვიპტელები), ფრანგები (Bohémiens – ბოჰემელები, ჩეხები), Gitans (დამახინჯებული ესპანური Gitanos) ან Tsiganes (ნასესხები ბერძნულიდან τσιγγάνοι, ცინგანი), გერმანელები – Zigeuner, იტალიელები – Zingari, ჰოლანდიელები – Zigeuners, სომხები Գնչուներ (გნჩუნერ), უნგრელები Cigany ან Pharao népek (ფარაონის თემი), ქართველები ვეძახით ძირითადად ბოშებს, ხოლო სახელწოდება ციგანი, ციგნები შემოსულია
რუსულიდან, ფინელები – mustalaiset (შავები), თურქები Çingeneler, აზერბაიჯანელები – Qaraçı (შავები), ბასკები – Ijitoak, ალბანელები – Jevgjit (ეგვიპტელები), ებრაელები צוענים (ცო’ანიმ), ძველ ეგვიპტეში ბიბლიური პროივიცნია ცოან–ის სახელწოდებიდან, სპარსელები کولی (ქოლი), ბულგარელები – Цигани. დღეისათვის სხვადასხვა ენებში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება ბოშების სახელწოდება მათი თვითწოდებიდან „რომა“.
ამგვარად, ბოშა მოსახლეობის „უცხოური“ წარმოშობის სახელწოდებებში ძირითადად სამი სახელწოდება დომინირებს:
• რომელიც ასახავს მათზე უძველეს წარმოდგენებს, რომ თითქოს ისინი ეგვიპტელები არიან;
• ბიზანტიური მეტსახელის „ატსიგანოსის“ (მკითხავები, ჯადოქრები) დამახინჯებული ვერსიები;
• „სიშავის“ განსაზღვრება, როგორც გარეგნობის განმასხვავებელი ნიშნისა, სხადასხვა
ენებზე (აღსანიშნავია, რომ ბოშათა ერთერთი თვითსახელი ითარგმნება როგორც „შავი“)
ბოშები ცხოვრობენ ევროპის მრავალ ქვეყანაში, ასევე ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და ავსტრალიაში. ევროპელი ბოშების მონათესავე ჯგუფები ცხოვრობენ ასევე წინა აზიის ქვეყნებშიც. ევროპელი ბოშების რაოდენობა სხვადასხვა გათვლებით 8–დან 10–12 მილიონამდეა. საბჭოთა კავშირში ოფიციალურად 175,3 ათასი ბოშა ცხოვრობდა (1970 წლის აღწერა).
ბლოგში თანდათანობით მოგიყვებით სხვა თემებზეც ბოშების შესახებ, მათ ეროვნულ სიმბოლოებზე, ხალხის ისტორიაზე, ენაზე, კულტურაზე, მუსიკაზე და ასე შემდეგ. ბლოგი განახლდება პერიოდულად და აკადემიურის გარდა შემოგთავაზებთ სხვა სახის ინფორმაციასაც.
ნაციონალური სიმბოლოები
1971 წლის 8 აპრილს შედგა ბოშათა პირველი მსოფლიო კონგრესი. ამ კონგრესის შედეგი იმაში მგომარეობს, რომ მსოფლიოს ბოშებმა აღიარეს საკუთარი თავი ერთიან არატერიტორიულ ერად და მიიღეს ეროვნული სიმბოლოები: დროშა და ჰიმნი, რომელიც ხალხურ სიმღერას „ჯელემ, ჯელემ“ ეფუძნება. გერბის ნაცვლად ბოშები იყენებენ სხვადასხვა ცნობად სიმბოლოებს: ალაჩოყის (ჩარდახიანი ეტლი) ბორბალს, ნალს, ბანქოს. ასეთი სიმბოლებითაა ძირითადად მორთული ბოშური წიგნები, გაზეთები, ჟურნალები და საიტები. ამ სიმბოლოთაგან ერთერთი შედის იმ ღონისძიებათა ლოგოტიპშიც, რომლებიც ბოშურ კულტურას ეძღვნება.
ბოშათა პირველი მსოფლიო კონგრესის საპატივსაცემოდ 8 აპრილი ბოშათა დღედ ითვლება. ბოშათა ზოგიერთ ჯგუფებს ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალური რიტუალებიც აქვთ: საღამოობით, გარკვეულ დროს ანთებული სანთლით ხელში ქუჩაში დადიან.
mashasadame axla rom saqartveloshi boshebs da cignebs vezaxit meechveba egeni am boshebis rigebshi shediodnen , xoda tu vcdebi iqneb posti magazec gaaketo : )
ОтветитьУдалитьთანდათანობით ვეცდები ყველაფერზე დავწერო და ერთერთი მიზანი ესეც არის ამ ბლოგის, რაც შენ მომწერე ახლა :) მადლობა იმისთვის, რომ ერთგული ხარ :)
ОтветитьУдалить^_^ ♥
ОтветитьУдалитьერთი თუ შეიძზლება გამაგებინეთ ვინმემ ბოშა და ციგანი რით განსხვავდებიან
ОтветитьУдалить