* ბოშები (შესავალი)
დასავლეთ ევროპაში ჩასული ბოშათა პირველი ბანაკები ევროპელ მმართველებს უყვებოდნენ, რომ რომის პაპმა ქრისტიანული რელიგიისგან დროებით განდგომის გამო მათ 7
წლით მომთაბარეობა მიუსაჯა. თავიდან ხელისუფალნი მათ გარკვეულწილად მფარველობდნენ კიდეც, აძლევდნენ საკვებს, ფულს და დაცვის სიგელებს. დროთა განმავლობაში, როცა ეს ვადა გავიდა, დახმარება ბოშებს შეუწყვიტეს და მათი იგნორირება დაიწყეს.
იმ დროისთვის ევროპაში ეკონომიკური და სოციალური კრიზისი მომწიფდა. ამისი შედეგი იყოს ის, რომ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში მკაცრი კანონები მიიღეს, რომლებიც სხვა დანარჩენთან ერთად მიმართული იყო მომთაბარე პროფესიების წინააღმდეგაც, მათ შორის მათხოვრების წინააღმდეგ. ეკონომიკური პროლემების გამო ევროპაში მკვეთრად გაიზარდა მათხოვრების რაოდენობა და მასთა ერთად ქურდობის, ყაჩაღობის და სხვა დანაშაულების ფაქტებიც. მომთაბარე, ნახევრადმომთაბარე და ისეთი ბოშებიც კი, რომლებიც ერთ საცხოვრებელ ადგილზე დამკვიდრებას ცდილობდნენ, ასეთი კანონების მსხვერპლნი გახდნენ. მათ მათხოვრების ცალკე ჯგუფში გამოჰყოფდნენ და მათთვის ცალკე კანონებსაც ქმნიდნენ, და პირველიასეთი კანონი ესპანეთში მიიღეს 1492 წელს.
იმდროინდელი ანტიბოშური კანონების მოკლე ჩამონათვალი:
შვედეთი – 1637 წლის კანონი ითვალისწინებს ბოშა მამაკაცების ჩამოხრჩობას.
მაინცი – 1714 წ. სახელმწიფოს ფარგლებში დაჭერილ ყველა ბოშა მამაკაცს მიესჯება სიკვდილი. ქალები და ბავშვები უნდა დაისაჯონ გაროგვით და დამღის დადებით.
ინგლისი – 1554 წლის კანონის მიხედვით, ბოშა მამაკაცებს მიესჯებათ სიკვდილი. ელისაბედ პირველის დამატებითი ბრძანების მიხედვით ეს კანონი კიდევ უფრო გაამკაცრეს. „ამიერიდან სიკვდილით დაისჯება ყველა, ვინც იმეგობრებს ან ნაცნობობას გააბამს ეგვიპტელებთან (ბოშებთან). უკვე 1577 წელს ამ კანონის მიხედვით შვიდი ინგლისელი მამაკაცი და ერთი ქალი სიკვდილით დასაჯეს. ეს ინგლისელები ბოშებთან კავშირის გამო ელსბერიზე ჩამოახრჩეს.
ისტორიკოსმა სკოტ მერფიმ დაითვალა 148 კანონი, რომლებიც გერმანულ სახელმწიფოებში იქნა მიღებული XV-XVIII საუკუნეებში ბოშების წინააღმდეგ. ყველა ეს კანონი თითქმის ერთნაირი იყო, განსხვავება მხოლოდ დეტალებში იყო. მორავიაში, მაგალითად, ბოშა ქალისთვის მარცხენა ყური უნდა მოეჭრათ, ბოჰემიაში მარჯვენა. ავსტრიის ერცჰერცოგის სამფლობელოში უპირატესობას ანიჭებდნენ დამღის დადებას და ა.შ. ყველაზე დიდი სიმკაცე კი ამ მხრივ ფრიდრიჰ–ვილჰელმ პრუსიელმა გამოამჟღავნა. 1725 წელს მან ბრძანება გასცა, რომ სიკვდილით დაესაჯათ 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა ბოშა ქალი და მამაკაცი...
ასეთი დევნის გამო დასავლეთ ევროპაში ბოშები ძალზედ კრიმინალიზებულნი გახდნენ, რადგან საკვების მოპოვების საშუალება არ ჰქონდათ. გარდა ამისა, პრაქტიკულად მოხდა მათი კულტურული კონსერვაცია. მათ ცხოვრების განსაკუთრებული წესის არჩევაც მოუწიათ: გადაადგილდებოდნენ ღამით, იმალებოდნენ ტყეებსა და მღვიმეებში, ეს კი თავის მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის უნდობლობას აძლიერებდა, ასევე სათავეს უდებდა ჭორებს ბოშების კანიბალიზმზე, სატანიზმზე, ვამპირიზმზე. ამ ჭორების შედეგად კი გაჩნდა მითები ადამიანების, განსაკუთრებით ბავშვების მოტაცების შესახებ (მათი საკვებად ან სატანისტურ რიტუალებში გამოყენების მიზნით) და ბოშების ბოროტი ჯადოქრობის თაობაზე.
ბოშების ნაწილმა რეპრესიებისთვის თავის არიდების მიზნით ჯარში ჩაწერა მოახერხა ჯარისკაცების ან მომსახურე პერსონალის სახით (მჭედლები, მეჯინიბეები და სხვა) იმ ქვეყნებში, სადაც აქტურად მიმდინარეობდა ჯარისკაცების მობილიზაცია (შვედეთი, გერმანია). ასეთ შემთხვევაში ამ ბოშების ოჯახებიც ახერხებდნენ თავი დაეღწიათ რეპრესიებისთვის. რუსეთის ბოშების უმრავლესობა რუსეთში გერმანიიდან ჩავიდა პოლონეთის გავლით. გერმანიაში ისინი ძირითადად არმიაში მსახურობდნენ, ამიტომ ბოშების სხვა ჯგუფებში მათ მეტსახელს ეძახდნენ, რაც ითარგმნება დაახლოებით როგორც „ჯარის ბოშები“.
ანტიბოშური კანონმდებლობის გაუქმება დროის მიხედვით სამრეწველო რევოლუციას და ეკონომიკური კირიზისიდან ევროპის გამოსვლას უკავშირდება. მაგრამ ამ დროისთვის ანტიბოშური მითები უკვე მყარად იყო ფესვგადგმული ევროპულ აზროვნებაში. მათი კვალის მოძებნა შესაძლებელია მხატვრულ ლიტერატურაში, რაც ძირითადად ბოშების მიერ ბავშვების გატაცებას, ჯადოქრობას და ვამპირებისადმი მათ სამსახურს ეხება. თუმცა ანტიბოშური კანონები ყველგან არ გაუქმებულა და ზოგიერთ ქვეყანაში მათი შევიწროება გრძელდებოდა.
ანტიბოშური კანონების გაუქმებამ ხელი შეუწყო ნიჭიერი ბოშების აღიარებას ევროპული საზოგადოების მიერ. დიდ ბრიტანეღში 19–ე საუკუნის ბოლოსა და 20–ე საუკუნის დასაწყისში ასეთი ადამიანი იყო სასულიერო პირი როდნი სმიტი, შემდეგ მოგვიანებით კი ფეხბურთელი რეიბი ჰოუელი, რადიოჟურნალისტი და მწერალი ჯორჯ ბრემველ ევანსი; ესპანეთში – ფრანცისკანელი სერაფინო ხიმენეს მალია, ტოკაორი რამონ მონტოია სალასარი, საფრანგეთში – ჯაზმენები ძმები ფერე და ჯანგო რეინჰარდტები, გერმანიაში – მოკრივე იოჰან ტროლმანი.
Комментариев нет:
Отправить комментарий