გვერდების რაოდენობა

вторник, 2 августа 2016 г.

ბოშათა თემი საქართველოში - კონკურსი ჟურნალისტებისთვის

„უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი - კავკასია“ ჟურნალისტებისა და მედია საშუალებებისთვის აცხადებს კონკურსს საქართველოში მცხოვრები ბოშათა თემის გაშუქებისთვის. კონკურსი ხორციელდება ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით „ტრანზიციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. 


ჟურნალისტური ნამუშევარი უნდა ასახავდეს საქართველოში მცხოვრებ ბოშათა:
პრობლემებს 
კულტურას
თვითმყოფადობის საკითხებს
მრავალფეროვნებას
სამოქალაქო ინტეგრაციის დონეს
ანტი-დისკრიმინაციულ პრაქტიკას



კონკურსის ფარგლებში მოხდება ორ ძირითად ნომინაციაში დაჯილდოება:
საუკეთესო სიუჟეტი (სატელევიზიო, რადიო) – 2 გამარჯვებული
საუკეთესო სტატია (საგაზეთო, ვებ-გვერდი) – 2 გამარჯვებული

გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ ციფრული ტექნიკა და საზეიმოდ დაჯილდოვდებიან ბოშათა თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. 

კონკურსში მონაწილეობის მთავარი წინაპირობაა ნამუშევრის გამოქვეყნება შესაბამის მედია სივრცეში 2015 წლის იანვრიდან - 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 2 სექტემბრის 18:00 საათისა „უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი - კავკასია“ ოფისში (მისამართი: რამიშვილის ქუჩა 27ა) ან ელ-ფოსტის საშუალებით proshikian@emicuacasus.org. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ელენე პროშიკიანს 557 656600