2011 წლის 21 მაისს (16.00–21.00) თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს ისტორიაში პირველი რომა (ბოშათა) ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მსვლელობისას სხვა ღონისძიებებთან ერთად ჩატარდება ასევე კონცერტები, ფოტოგამოფენა და ბოშათა ბაზარი. ფესტივალის ორგანიზატორებს დახმარებას უწევენ უმცირესობათა უფლებების ევროპული ცენტრი, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ჯერ–ჯერობით კონკრეტულად ფესტივალის ორგანიზატორებთან დაკავშირება ვერ მოვახერხე, ასე რომ სხვა დეტალები ამ დროისთვის ჩემთვის უცნობია.
თუმცა რომა (ბოშათა) ფესტივალებს უკვე საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და ასეთი ფესტივალები წარმატებით ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. როგორც წესი, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ბოშათა სხვადასხვა თემების წარმომადგენლები საკუთარი კულტურის, მუსიკის, ცეკვების და სხვა სიმღერების დემონსტირებას ახდენენ. ფესტივალებს ყოველთვის უამრავი მაყურებელი ჰყავს და ისინი კარგად წარმოაჩნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები ბოშების კულტურის მრავალფეროვნებას და ამავე დროს ერთიანობასაც.

ვფიქრობ, ეს ფესტივალი ლამაზი და მხიარული მოვლენის გარდა ხელს შეუწყობს ქართველებისთვის ბოშა ერის წარმომადგენელთა გაცნობას, რომლებიც, მართალია არც ისე ბევრნი, მაგრამ საქართველოშიც ცხოვრობენ და ძირითადად მარგინალურ ჯგუფებად ითვლებიან, რადგან აქტიურად ვერ მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბავშვები უმეტესად სკოლაში არ დადიან, ხოლო ქალები წვრილმანი ვაჭრობით, მკითხაობითა და მათხოვრობით ცდილობენ ოჯახში შემოსავლის შეტანას. ქართულ ინტერნეტსაც (ფორუმები ძირითადად), რომ გადაავლოთ თვალი, ძალიან ბევრ ნეგატივს შეხვდებით ბოშებზე. ასევე დიდია ახალგაზრდა თაობის დაინტერესებაც საერთოდ იმის შესახებ, თუ ვინ არიან ისინი. ჩემი ბლოგის მკითხველებს მოკლედ კი შეუძლიათ გაეცნონ ამ ხალხის ისტორიას და ცხოვრების წესებს, მაგრამ რეალურ დროში გამართული ფესტივალი უფრო დიდ თვალსაწიერს მისცემს ბოშებით და მათი პრობლემებით დაინტერესებულ ადამიანებს არამარტო მათი კულტურის გაცნობის თვალსაზრისით, არამედ იმ კუთხითაც, რომ ბოშებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, განსხვავებულები, მაგრამ ჩვეულებრივები და რომ მათ უამრავი პრობლემები აქვთ, არა მსახიობებს და არტისტებს ამ შემთხვევაში, არამედ ჩვეულებრივ რიგით ადამიანებს, რომელთაც ქუჩაში ზოგჯერ ალმაცერად, ზიზღით ან ირონიით ვუყურებთ...
Комментариев нет:
Отправить комментарий